ENG рус
hero
შეიძინე ზამთრის რეზიდენცია არასეზონურ ფასად
აპარტოტელი სკიო საცხოვრებელი კომპლექსისა და მასთან ინტეგრირებული სასტუმროს ფუნქციების იდეალური მიქსია. პროექტი გუდაურის ერთ-ერთ ყველაზე წყნარ ადგილას - შინოს სასრიალო ტრასასთან ახლოს მდებარეობს და ski in/ski out კონცეფციას ერგება. Ski in ski out გულისხმობს აპარტოტელისა და სათხილამურო ტრასების იდეალურ ინტეგრაციას, რაც გუდაურში საკმაოდ იშვიათად გვხვდება. აპარტოტელის თითოეული დეტალი წინასწარ გათვლილია და აფართოებს შესაძლებლობების არეალს მათთვის, ვისაც სურს უძრავი ქონების მრავალფუქნციური გამოყენება და გუდაურში ინვესტიციის განხორციელება.
რეცეფცია
დასუფთავებისსერვისი
რესტორანიდა ბარი
მიწისქვეშაპარკინგი
რას ველოდოთ?

სკიო სრულად გარემონტებულ, ევროპულ სტანდარტების შესაბამის ბინებს გთავაზობთ. პროექტში სარემონტო სამუშაოები სრულად იქნება დასრულებული და მოიცავს აბაზანის, ჭერისა და კედლების მოპირკეთებას, ისევე როგორც დამონტაჟებულ საშხაპეს. მომავალ მაცხოვრებლებს პროექტში დახვდებათ იატაკის გათბობა, კარის ელექტრონული საკეტები და სახანძრო სისტემა, რაც დამატებითი კომფორტისა სიმყუდროვის გარანტიაა.

პროექტში გამოყენებული მწარმოებლების მასალები

ფასადი (ვენტილირებადი)


EQUITONE Facade 

Elzinc 

Bazalt Stone 

 

იზოლაცია


ქვის ბამბა - 150 მმ  Rockwool 

 

სახურავი (ვენტილირებადი)


Elzinc Oliva 

 

კარ-ფანჯარა


Alumil S67 

 

ინტერიერი


კერამიკული ფილა — STN Ceramica 

კარები — Bertolotto 

კარის საკეტი — Assa Abloy 

ნიჟარა, სველი წერტილების აქსესუარები— Jacob Delafon 

აპარტამენტები
სკიო სამ ტიპიურ აპარტამენტს აერთიანებს, რომლებიც მომავალი მესაკუთრეების საჭიროებებს ერგება. უკვე გარემონტებული. აქ თქვენი მშვიდი და უზრუნველი დასვენებისთვის საჭირო ყველა დეტალი წინასწარაა გათვლილი.
გუდაურის შესახებ

გუდაური ყველაზე დიდი და თანამედროვე სამთო-სათხილამურო კურორტია საქართველოში, რომელიც ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2,200 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობს. გუდაური კავკასიონის მთათა სისტემითაა გარშემორტყმული და თბილისიდან მხოლოდ 120 კილომეტრის სავალ გზაზეა. კურორტი ალპურ ზონაშია განთავსებული, შესაბამისად, თავისუფალია ტყის მასივებისგან, რაც მოთხილამურეებისთვის დამატებითი უსაფრთხოების გარანტიაა.

გუდაური, მისი განვითარებული ინფრასტრუქტურით, სხვადასხვა სირთულის სასრიალო გზებითა და მრავალფეროვანი აქტივობებით მთელი მსოფლიოდან იზიდავს მთის მოყვარულებს.

სათხილამურო ინფრასტრუქტურა

-  18 საბაგირო
-  გამტარიანობა - 15,000 ვიზიტორი საათში
-  26 სასრიალო გზა (70კმ)
-  დაშვების ყველაზე გრძელი მანძილი - 7კმ